суббота, 5 декабря 2009 г.








სახელი: "საქართველო, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, დღევანდელი რეალობა და ხვალინდელი პერსპექტივები"

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველო მდიდარია საინტერესო, ისტორიული ადგილებით, ასევე ბევრია საკურორტო ზონა, როგორც მთის ასევე ზღვის. აღნიშნული პროექტის მიზანია ამ ადგილების კვლევა, მიმოხილვა, დღევანდელი რეალობის ჩვენება და ხვალინდელი პერსპექტივების და ეფექტური გზების ძიება.

პროექტის სრული აღწერა: ვეცნობით საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ კუთხეს,კონკრეტულ ადგილებს, კურორტულ ზონებს. დეტალურად მიმოვიხილავთ თითოეული ადგილის მნიშვნელობას, თუ რით არის საინტერესო, ვეცნობით მის მოკლე ისტორიას, განვიხილავთ დღევანდელ რეალობას, ეს ადგილები რამდენად დაცულია, რამდენად საინტერესოა ტურისტებისთვის, რამდენად ხშირად სტუმრობენ მას როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტები. აღვწერთ კონკრეტული ადგილების დღევანდელ რეალურ სურათს, რა სირთულეების წინაშე დგას ესა თუ ის ადგილი, საკურორტო ზონა, ან ისტორიული ძეგლი. აგრეთვე განვიხილავთ იმ ხელისშემშლელ ფაქტორებს რაც ხელს უშლის აღნიშნული სფეროს წინ წაწევას, გაუმჯობესებას. ყველა ზემოთხსენებული ფაქტის, რეალური პრობლემის და საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, დავსახავთ სამომავლო პერსპექტივებს, წამოვაყენებთ და განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს თუ რა შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს ამ კუთხით.

მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 5 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, სურათების, ვიდეო მასალის მოძიება და ჩვენება, პრეზენტაციის მომზადება და ჩვენება, მსჯელობა, განხილვები, დასკვნები.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: პრეზენტაციები, ფოტო-ვიდეო მასალა, ბლოგი

სარგებელი სხვებისთვის: გავეცნობით საქართველოს სვადასხვა მხარეებს, მათ ისტორიულ, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან საკურორტო ზონებს, ვისაუბრებთ მათ მნიშვნელობაზე, დგევანდელ სიტუაციაზე და სამომავლო პერსპექტივებზე

სამუშაო ენა: ინგლისური

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიზის უნარის გამომუშავება


პროექტის ფასილიტატორი: გვანცა გოგოლაძე

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: gvantsa27@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.gvantsa-gogoladze.blogspot.com